loader

ალაზანი გურჯაანი-ლაგოდეხის საავტომობილო მაგისტრალზე მიედინება - ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე მონაკვეთი და სასოფლო სავარგულები დატბორა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალაზანი გურჯაანი-ლაგოდეხის საავტომობილო მაგისტრალზე მიედინება - ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე მონაკვეთი და სასოფლო სავარგულები დატბორა

გადაუღებელმა წვიმამ კახეთში პრობლემები შექმნა. გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ საავტომობილო მაგისტრალზე ალაზანი მიედინება. გურჯაანის მერის ინფორმაციით, უამინდობის დროს მდინარე ალაზანი ადიდდა. შედეგად, დატბორილია აღნიშნულ მიმართულებით რამდენიმე მონაკვეთი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის განმავლობაში უხვის ნალექის გამო, გურჯაანი-ლაგოდეხის საავტომობილო გზა ერთხელ უკვე დაიტბორა.