loader

"ზუგდიდში შსს-ს უპრეცედენტო ძალები არ არის მობილიზებული, ზუგდიდში მობილიზებულია დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა" - გიორგი გახარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზუგდიდში შსს-ს უპრეცედენტო ძალები არ არის მობილიზებული, ზუგდიდში მობილიზებულია დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა" - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა სამინისტროს უპრეცედენტო ძალები არ არის ზუგდიდში მობილიზებული, ზუგდიდში არის მობილიზებული დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდის #5 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მობილიზება იმ რისკებიდან გამომდინარეობს, რომელსაც უწყება აფიქსირებს.

„მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ დღეს იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება ზუგდიდს, ზუგდიდში არის ზედმეტი კონცენტრირება დამკვირვებლების რაოდენობის, რომელიც უპრეცედენტოა ამ ქალაქისთვის და საერთოდ საარჩევნო სისტემისთვის, ამიტომ ჩვენი ყურადღება ზუგდიდთან მიმართებაში არის საკმაოდ კონცენტრირებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს უპრეცედენტო ძალები არ არის ზუგდიდში მობილიზებული, ზუგდიდში არის მობილიზებული დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა. სწორედ ამაზე პასუხის სახით არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ის ძალები მობილიზებული, რომელიც აუცილებელი იმისთვის, რომ მართლწესრიგი იყოს უზრუნველყოფილი და რაც მთავარია, წყნარ, მშვიდ და დემოკრატიულო გარემოში მივცეთ ჩვენს ზუგდიდელებს არჩევანის გაკეთების საშუალება“, - განაცხადა გახარიამ.