loader

მარნეულში ერთ-ერთი დამკვირვებელი აცხადებს, რომ მას 6 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარნეულში ერთ-ერთი დამკვირვებელი აცხადებს, რომ მას 6 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა

მარნეულში, სადახლოს 31-ე საუბნო საარჩევნო კომისიის ეზოში დაპირისპირება მოხდა. როგორც ჟურნალისტებს სააგენტო "ნიუს სფეისის" დამკვირვებელმა, ტახირ ალიევმა განუცხადა, მას 6 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა.

აღნიშნულ ფაქტს უარყოფს "საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს" წარმომადგებელი მაზახირ გოიიუსუბოვი. მისი თქმით, პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. პროვიკაციაზე საუბრობს "ახალგაზრდული ინიციატივის" წარმომადგენელი გიზო კორტავაც. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.