loader

ივანიშვილი მეორე ტურის ალბათობას არ გამორიცხავს - რა თქვა "ოცნების" თავმჯდომარემ მთაწმინდაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ივანიშვილი მეორე ტურის ალბათობას არ გამორიცხავს - რა თქვა "ოცნების" თავმჯდომარემ მთაწმინდაზე

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ კანდიდატები დღეს დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდაზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხი დღესაც სწორ არჩევანს გააკეთებს.

„როგორც მთაწმინდაზე, ისევე სხვა ოლქებში აქტიურობა მაღალია და დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ. ისევე, როგორც ბოლო წლებში, ქართველი ხალხის სწორი არჩევანით მოვახერხებთ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითაროთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.