loader

"ერთ ქალს დამესხით 10 კაცი და გამომათრიეთ გაკოჭილი!.." - თინა ბიკუჩავა საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთ ქალს დამესხით 10 კაცი და გამომათრიეთ გაკოჭილი!.." - თინა ბიკუჩავა საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა გააძევეს.

დეპუტატი რამდენიმე პირმა უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. როგორც უბანზე აცხადებდნენ, დეპუტატს არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ ხმის დათვლის პროცესს დასწრებოდა.

"დამარეკინეთ ცესკოს თავმჯდომარესთან. დამესივნენ ზონდერებად ქცეული პოლიციელები. თქვენს მაგივრად მრცხვენია. ივანიშვილი დასრულდება და თქვენ ისევ მოგიწევთ მუშაობა პოლიციაში. პარლამენტის წევრს აქვს ნებისმიერ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის უფლება საქართველოს კონსტიტუციით. მე მაქვს პარლამენტარის საშვი და მაინც არ მიშვებთ უბანზე," - მიმართა სამართალდამცავებს თინა ბოკუჩავამ, რაზეც უბანზე მყოფმა პირებმა მიუგეს, რომ პარლამენტის საშვით შეუძლია პარლამენტის შენობაში შევიდეს, უბანზე შესვლას კი თავისი პროცედურები აქვს და მათი დაცვაა აუცილებელი.