loader

ბოლო ინფორმაცია მერის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით: ცესკოს პირველადი შედეგები ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოლო ინფორმაცია მერის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით: ცესკოს პირველადი შედეგები ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის

ცესკოს პირველადი შედეგებით, მერის რიგგარეშე არჩევნებში, 5-ვე მუნიციპალიტეტში - ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში გამარჯვება პირველივე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა მოიპოვეს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5-ვე ოლქში ხმების დათვლის პროცესი უკვე დაასრულა. უფრო კონკრეტულად, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 107-ვე უბნის მონაცემების მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54,18%, ხოლო "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 42,84% მიიღო.

მარნეულის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ ზაურ დარგალს ამომრჩეველთა 79,6%-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილზე კი 11,49%-ით "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი აგილ მუსტაფაევია.

ზესტაფონის საარჩევნო ოლქში, ყველა უბნის მონაცემის დათვლის შემდეგ, მმართველი გუნდის კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ ხმათა 50,75% მიიღო, ხოლო მეორე ადგილს ასევე "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე იკავებს 34,26%-ით.

ჭიათურის საარჩევნო ოლქშიც მერის რიგგარეშე არჩევნებზე გამარჯვება "ქართული ოცნების" კანდიდატმა გივი მოდებაძემ მოიპოვა, რომელსაც ამომრჩევლის 64,58%-მა დაუჭირა მხარი. ხულოში კი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ ვახტანგ ბერიძეს ამომრჩეველთა 70-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.