loader

სასკოლო ექსკურსიები კანონით დარეგულირდება - რა უნდა იქონიოს მძღოლმა და როგორ უნდა აღიჭურვოს ავტოსატრანსპორტო საშუალება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასკოლო ექსკურსიები კანონით დარეგულირდება - რა უნდა იქონიოს მძღოლმა და როგორ უნდა აღიჭურვოს ავტოსატრანსპორტო საშუალება?

სასკოლო ღონისძიებების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის საკითხი კანონით დარეგულირდება. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას სკოლის მოსწავლეების გადაყვანას უზრუნველყოფს, ვალდებულია იქონიოს ცნობა ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ. ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით. მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას. ასევე, შორ მანძილზე ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, ასევე სათადარიგო მძღოლი ვალდებული იქნება იქონიოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომლითაც არ დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.