loader

ახალი დეტალები მე-8 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის შესახებ - ადგილზე გარდაცვლილის დედა მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი დეტალები მე-8 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის შესახებ - ადგილზე გარდაცვლილის დედა მივიდა

თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან 3 წლის ბავშვის გადმოვარდნასთან დაკავშირებით, თვითმხილველები დეტალებს ჰყვებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელმა განუცხადა, მან ვარდნის ხმა გაიგო და გარეთ გავიდა, რა დროსაც ბავშვი გადმოვარდნილი ნახა. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი ბავშვი ნიგერიის მოქალაქეა.

მათივე ინფორმაციით, მცირეწლოვანი სახლში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც ის მე-8 სართულის ფანჯრიდან გადავარდა. მეზობლები ამბობენ, რომ ბავშვის დედა სავარაუდოდ, მაღაზიაში იყო ჩასული.

"თითქოს, რაღაც აფეთქდა ისეთი ხმა იყო, ხმაზე ჩემი თანამშრომელი გამოვიდა, რომ გამოვიხედეთ არაფერი იყო, მერე კივილის ხმაზე გამოვედით და ვნახეთ ბავშვი იყო ძირს გადმოვარდნილი. ალბათ, დედა ტიროდა. ერთი მამაკაცი მოვიდა და ნახა, რომ პულსი ესინჯებოდა. სასწრაფო რომ მოვიდა, გადაცვლილი იყო", - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა თამარ შენგელიამ. სწორედ მან გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.