loader

თელავში საზეიმო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სცენა ჩაინგრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თელავში საზეიმო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სცენა ჩაინგრა

თელავში საზეიმო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სცენა ჩაინგრა. რკინის კონსტრუქციის მონტაჟი თელავის თეატრის წინ წუხელ გვიან ღამით დაიწყო და დღეს დილით დასრულდ, თუმცა, კონსტრუქცია მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც რამდენიმე ადამიანი დასრულებულ სამუშაოებს ამოწმებდა.

მომხდარზე თელავის მერიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ სცენის მონტაჟი კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობდა და შესაბამისად, პასუხიმგებელ კომპანიაზე ინფორმაცია არ აქვთ.

თელავის მერიის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ზაქრო რაზმაძე კი არ გამორიციხავს, რომ ინციდენტის გამო, დაგეგმილი პროგრამა შეიცვალოს.

ავტორი: ნათია წითელაური