loader

სკანდალი ბათუმში: რუსეთის დროშების ფრიალი და აჭარის განათლების მინისტრის განცხადება, რის გამოც ის მაშინვე გაათავისუფლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალი ბათუმში: რუსეთის დროშების ფრიალი და აჭარის განათლების მინისტრის განცხადება, რის გამოც ის მაშინვე გაათავისუფლეს

8 ქვეყნის წარმომადგენლებმა 26 მაისის დღესასწაულთა დაკავშირებით ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. მათ შორის ერთ-ერთი ანსამბლის სახით რუსეთის წარმომადგენლებიც იყვნენ . მათ მიერ რუსეთის დროშების ფრიალს მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. რუსეთის წარმომადგენლებმა მოქალაქეების შენიშვნის შედეგად დროშები დასწიეს და ისე გააგრძელეს მსვლელობა.

ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აჭარის განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა. როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის დროშების ფრიალი აბაშიძის ქუჩაზე პოლიტიზირებული არ არის. როგორც შამილიშვილმა აღნიშნა, ეს არის კულტურული ღონისძიება და მასში სხვადასხვა ქვეყნის მოზარდები ღებულობენ მონაწილეობას.

ამ განცხადების გამო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენა.

ასევე იხილეთ: აჭარის მთავრობის მეთაური აჭარის განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს