loader

"გამოქვაბულია და იქ არის შეტანილი ბავშვი" - ლაგოდეხში 16 წლის გოგონას სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამოქვაბულია და იქ არის შეტანილი ბავშვი" - ლაგოდეხში 16 წლის გოგონას სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ

ლაგოდეხში 16 წლის გოგონას სამძებრო სამუშაოებში დილიდან მყვინთავები ჩაერთნენ. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მოზარდს, რომელიც ნინოსხევის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის დინებამ გაიტაცა, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.

უბედური შემთხვევის ადგილზე მისვლა ჯერ ვერ ხერხდება, რის გამოც, შესაძლოა, მდინარეს კალაპოტი შეუცვალონ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის კერძო სკოლა "ალბიონის" მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც 16 წლის გოგონა დინებამ წაიღო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები და მასწავლებელი ლაგოდეხის პოლიციაში წუხელვე გამოიკითხნენ.