loader

"პატარა ბავშვიც სისხლიანი იყო" - გურამიშვილზე სატვირთო ავტომობილი მაღაზიაში შევარდა, დაშავებულთა შორისაა 4 თვის ბავშვიც - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პატარა ბავშვიც სისხლიანი იყო" - გურამიშვილზე სატვირთო ავტომობილი მაღაზიაში შევარდა, დაშავებულთა შორისაა 4 თვის ბავშვიც

სანზონაში, კინო "საქართველოსთან", სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიის შედეგად სატვირთო მანქანა მაღაზიის ვიტრინას შეეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია 3 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვია.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.