loader

წყლის ნიაღვარი და უზარმაზარი საცობი გლდანის ხიდებთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წყლის ნიაღვარი და უზარმაზარი საცობი გლდანის ხიდებთან

თბილისში ძლიერი წვიმისა და ზოგიერთ უბანში სეტყვის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოქალაქეთა სატელეფონო შეტყობინებათა რაოდენობამ მოიმატა. როგორც „პალიტრავიდეოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, არავინ დაშავებულა. პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეების შეტყობინებები ძირითადად გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან შევიდა და მათი უმეტესობა სარდაფებში წყლის ჩასვლას შეეხება.

ასევე, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასული წყალი უკვე ამოტუმბულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ყველა მისამართზე ხდება სამაშველო ბრიგადების გასვლა და რეაგირება.

კადრებს metronome.ge ავრცელებს.

ასევე იხილეთ: რა ხდებოდა გლდანის ხიდებთან ძლიერი სეტყვის შემდეგ - კადრები ადგილიდან