loader

"ვაპირებ, რომ წმინდა ნინოს გზაზე შევდგე" - პრეზიდენტი აცხადებს, რომ 1-ელ ივნისს წმინდანის გზას გაივლის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაპირებ, რომ წმინდა ნინოს გზაზე შევდგე" - პრეზიდენტი აცხადებს, რომ 1-ელ ივნისს წმინდანის გზას გაივლის

1-ელ ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე - „კულტურული მარშრუტები - საქართველო, ევროპა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა კულტურულ მარშრუტებზე საუბრისას ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით.

მისი თქმით, გვჭირდება ძალიან ბევრი გზა, რომლებიც ევროპას შემოიყვანს ჩვენში და დაანახებს მას, რა არის საქართველო და ამ მიმართულებით ეს კულტურული მარშრუტები ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია.

„ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან, რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც.

​ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების, რელიგიის მიმართულება, რადგან დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ, 1-ელ ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.