loader

5 აფრიკული ქვეყანა, რომელსაც საქართველოზე მაღალი მშპ-ს მაჩვენებელი აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

5 აფრიკული ქვეყანა, რომელსაც საქართველოზე მაღალი მშპ-ს მაჩვენებელი აქვს

დედამიწის მოსახლეობის 14% აფრიკაში ცხოვრობს. მიუხედავად ბუნებრივი რესურსების სიუხვისა, კონტინენტი მრავალი მიზეზის გამო მსოფლიოს უღარიბეს და ყველაზე ნაკლებგანვითარებულ რეგიონად რჩება.

აფრიკაში, რომელსაც ხმელეთის 20%-ზე მეტი უკავია, 54 ქვეყანაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2018 წლის სტატისტიკურ მონაცემებში 5 აფრიკული ქვეყანა მოვიძიეთ, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5 ათას დოლარს აღემატება და საქართველოს რომ თავი დავანებოთ, რეიტინგში აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნასაც კი უსწრებს. საინტერესოა, რაზე დგას ამ ქვეყნების ეკონომიკა და როგორ ნაწილდება მატერიალური სიკეთე მოსახლეობაზე.