loader

მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვის და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით ბათუმში მაღალჩინოსნები დააკავეს - დაკავების კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვის და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით ბათუმში მაღალჩინოსნები დააკავეს - დაკავების კადრები

აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე არიან დაკავებულები. კერძოდ, დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე, ბათუმი მერიის და სამინისტროების თანამშრომლები ბექა ხალვაში, ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე.
პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგა 1 370 076 ლარი.


ასევე იხილეთ: კადრები იმ მშენებლობიდან, რის გამოც ბათუმში მაღალჩინოსნები დააკავეს