loader

კადრები იმ მშენებლობიდან, რის გამოც ბათუმში მაღალჩინოსნები დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები იმ მშენებლობიდან, რის გამოც ბათუმში მაღალჩინოსნები დააკავეს

2016 წელს ბათუმის მერიის ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „კონვენტ ჯორჯია“, რომელსაც „იაფი სახლი" უნდა აეშენებინა, მერიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ცოტა ხანში გაუჩინარდა.
მშენებლობის დაწყებამდე მერიამ კომპანიას ავანსის სახით, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, 1 643 785 ლარი გადაურიცხა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, ბიუჯეტში თანხა არ დაუბრუნებია. სწორედ ამიტომ დღეს პროკურატურამ ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა მაღალჩინოსნები დააკავა.

ამ დროისათვის მიმდინარეობს მშენებლობა, რომელსაც სხვა კომპანია ახორციელებს. ტერიტორიაზე მეოთხე კორპუსის მშენებლობა ხორციელდება.

ბათუმის მერიის ცნობით, პროექტი 40 ოჯახზე იქნება გათვლილი და ბათუმის საკრებულო დაამტკიცებს კრიტერიუმს , რომლის მოხედვითაც განცხადებების მიღება დაიწყება.
ხელმისწავდომი საცხოვრებლის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.

ავტორი: მარიკო კეკელიძე

ასევე იხილეთ: მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვის და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით ბათუმში მაღალჩინოსნები დააკავეს - დაკავების კადრები