loader

ვრცელდება მიხეილ კალანდიას, პროკურატურის ე.წ. ოქროს მოწმის დაკავების კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება მიხეილ კალანდიას, პროკურატურის ე.წ. ოქროს მოწმის დაკავების კადრები

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი, პროკურატურის "ოქროს მოწმე" მიხეილ კალანდია დააკავეს.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა დაუდასტურა.

"როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, მიხეილ კალანდია დააკავეს, თუმცა საფუძველი, მოტივი ჩემთვის უცნობია. დანარჩენი არაფერი ვიცი", - განაცხადა კოტეტიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში 12:00 საათზე ბრიფინგი დაინიშნა. სავარაუდოდ, განცხადება სწორედ კალანდიას დაკავების საკითხზე გაკეთდება.