loader

მიხეილ კალანდიას დაკავებაზე მისი მამა და ძმა პირველ კომენტარებს აკეთებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ კალანდიას დაკავებაზე მისი მამა და ძმა პირველ კომენტარებს აკეთებენ

ჩემი შვილი უდანაშაულოა, - ამის შესახებ შსს-ს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

თენგიზ კალანდია ცოტა ხნის წინ შსს-ს შენობასთან მივიდა, სადაც მისი დაკავებული შვილია გადაყვანილი. მისი განმარტებით, ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

ჩემი ძმა მიხეილ კალანდია უდანაშაულოა და ამას დავამტკიცებთ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებს შსს-სთან განუცხადა.

მისი განმარტებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ კალანდია მაშინ აიყვანეს, როცა ქალაქს ტოვებდა, თუმცა სინამდვილეში სასამართლოში მიდიოდა. ლუკა კალანდიას თქმით, სამართალდამცველებმა მისი ძმა სწორედ ამ დროს დააკავეს.



ასევე დაგაინტერესებთ: ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი "ოქროს მოწმის", მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ

ვრცელდება მიხეილ კალანდიას, პროკურატურის ე.წ. ოქროს მოწმის დაკავების კადრები