loader

მომდევნო დღეებში მაღალი სიცხეა მოსალოდნელი - რამდენ გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომდევნო დღეებში მაღალი სიცხეა მოსალოდნელი - რამდენ გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა?

აღმოსავლეთ საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა - 27-32 გრადუსის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 29-34 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. თბილისში ხანმოკლე წვიმა იქნება და მალევე გამოიდარებს. ამინდის მკვეთრ გაუარესებას და სეტყვას არ ელოდებიან.