loader

მე ვარ ძალიან კარგი რეკლამისტი - სალომე ზურაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მე ვარ ძალიან კარგი რეკლამისტი - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ამბროლაურში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამართულ "მდგრადი განვითარების მიზნების ფესტივალში" მონაწილეობს, რომელიც საქართველოს რეგიონების განვითარების შესაძლებლობებს ეძღვნება.

როგორც "პალიტრავიდეოს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ფესტივალის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში "როიალ ხვანჭკარას" ღვინის ქარხანა დაათვალიერა, ხვანჭკარა დააგემოვნა და ეთნოგრაფიული კუთხე დაათვალიერა.

ღვინის კომპანია "როიალ ხვანჭკარა" 2015 წელს დაარსდა და მისი მთავარი გამოწვევა სწორედ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაცოცხლება და რაჭის მეღვინეობის უმდიდრესი კულტურის აღდგენაა.

პრეზიდენტის განცხადებით, რაჭის რეგიონს განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია.