loader

ძლიერი სეტყვა გორსა და ქარელში - სოფელ ხიდისთავში წვიმის შედეგად გზაზე ქვიშა ჩამოიშალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი სეტყვა გორსა და ქარელში - სოფელ ხიდისთავში წვიმის შედეგად გზაზე ქვიშა ჩამოიშალა

გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობას ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა ზიანი მიაყენა. წყალი შევარდა სახლების სარდაფებსა და პირველ სართულებზე. გარდა ამისა გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში წვიმის შედეგად გზაზე ქვიშა ჩამოიშალა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურების მიერ გზის სავალი ნაწილი უკვე გაიწმინდა.

"ძლიერი წვიმა მოვიდა შიდა ქართლის რეგიონში. სულ საგანგებო სიტუაციების სამსახურში შემოვიდა 20 შეტყობინება, ძირითადად დატბორილი იყო ქუჩები, ყველა მათგანზე რეაგირება უკვე მოახდინეს მაშველებმა", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.