loader

"მეცოდება ეს ხალხი, სულ 3 ადამიანი დავრჩით" - ისრაელში საქართველოს მოქალაქეების მასშტაბური დაკავების კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეცოდება ეს ხალხი, სულ 3 ადამიანი დავრჩით" - ისრაელში საქართველოს მოქალაქეების მასშტაბური დაკავების კადრები

საქართველოს მოქალაქეების მასშტაბური დაკავებები ისრაელში - საიმიგრაციო სამსახურის და კრიმინალური პოლიციის ერთობლივი სპეცოპერაციის კადრებს "კურიერი" ავრცელებს. "რუსთავი 2"ის ინფორმაციით, სპეცოპერაცია რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. დაკავებული მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყანაში ყოფნის უფლება არ აქვთ, საპატიმროებში გადაჰყავთ. ისრაელის ხელისუფლება მათ ქვეყნის ტერიტრიაზე უკანონოდ ყოფნას ედავება.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. ქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია. ისრაელის საემიგრაციო სამსახური მუდმივად ახდენს ისრაელში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მათ არ გააჩნიათ ისრაელში ლეგალურად ყოფნის საფუძველი, ხდება მათი დეპორტაცია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განმარტებით, მსგავსი რამ მოხდა საქართველოს მოქალაქეებთანაც მიმართებაში, მათ არ ჰქონდათ ისრაელში ლეგალური ყოფნის უფლება და შესაბამისად დაექვემდებარებიან დეპორტაციას.

"ამ დროისათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სადეპორტო ცენტრში იმყოფება 24 მოქალაქე, მათგან 12 მოქალაქეს უკვე აქვს ბილეთი და ისინი ინფორმირებულნი არიან მათი დეპორტაციის თარიღის შესახებ. თორმეტივე მოქალაქისთვის ეტაპობრივად, მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება დასაბრუნებელი ბილეთების შეძენა. ეს მოქალაქეები დაკავებული იქნენ ისრაელის სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დროს, რაიმე მასიური დაკავებები არ მიმდინარეობს", - აღნიშნულია საგარო უწყების განცხადებაში.

ასევე იხილეთ: ქართველების მასობრივ დაკავებაზე ისრაელში საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას აკეთებს