loader

ამერიკელმა სამხედროებმა ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელშიც ირანელები ტანკერზე აუფეთქებელი ნაღმის მოხსნით კვალის წაშლას ცდილობენ - აფეთქება ომანის ყურეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელმა სამხედროებმა ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელშიც ირანელები ტანკერზე აუფეთქებელი ნაღმის მოხსნით კვალის წაშლას ცდილობენ - აფეთქება ომანის ყურეში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ომანის ყურეში, ტანკერებზე გუშინ მომხდარ აფეთქებებსა და ხანძარში ბრალი ირანს დასდო. დღეს კი ამერიკელმა სამხედროებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (სპეცსამსახურების გაერთიანება) სამხედროები ტანკერიდან ხსნიან აუფეთქებელ ნაღმს, ხანძრის გაჩენიდან 8 საათის შემდეგ. იქვე გამოქვეყნებულია უფრო ადრე გადაღებული ფოტო, რომელზეც ჩანს ტანკერის გვერდზე მიმაგრებული ნაღმი. ამერიკელები აცხადებენ, რომ ირანი ამით კვალის წაშლას ცდილობდა. ამ ცნობას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.