loader

"დერეფანში საშინელი სუნი გამოვიდა" - რას ჰყვებიან მეზობლები ქართველ ქალზე, რომელიც ანტალიაში, სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დერეფანში საშინელი სუნი გამოვიდა" - რას ჰყვებიან მეზობლები ქართველ ქალზე, რომელიც ანტალიაში, სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს

თურქეთში, ანტალიაში, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 61 წლის ქეთევან ქათამაძის ცხედარი საცხოვრებელ კორპუსში სამართალდამცველებმა იპოვეს. თურქული მედიის ცნობით, საცხოვრებელი სახლიდან, სადაც გარდაცვლილი ქალი ცხოვრობდა, უსუიამოვნო სუნი გამოდიოდა, რის გამოც მეზობლებმა სამართალდამცველებს მიმართეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს. როგორც ირკვევა, ქართველი ემიგრანტი თურქეთში, 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, თურქეთში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. გამოძიების დასრულების შემდეგ კი ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ.