loader

"ჩემი თავი მხოლოდ ამ გუნდში წარმომიდგენია" - დავით სერგეენკოს კომენტარი თანამდებობის დატოვებამდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი თავი მხოლოდ ამ გუნდში წარმომიდგენია" - დავით სერგეენკოს კომენტარი თანამდებობის დატოვებამდე

დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ დღეს პრემიერი ახალ ჯანდაცვის მინისტრს წარადგენს. სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში შემცვლელის წარდგენას თავადაც დაესწრება.

სერგეენკო ამბობს, რომ თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები პრემიერთან დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა კითხვაზე - მიდის თუ უშვებენ თანამდებობიდან, არ პასუხობს.

ასევე არ აკონკრეტებს, დაიკავებს თუ არა სხვა თანამდებობას. ამბობს მხოლოდ იმას, რომ რჩება გუნდში.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სერგეენკოს გადაყენება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჩავარდნას უკავშირდება, მინისტრი აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.