loader

"ვიფიქრე, რომ მანქანას მეხი დაეცა, კი ხედავთ, როგორი განადგურებულია ყველაფერი" - ძლიერი წვიმის გამო თბილისში სახლის კედელი ჩამოინგრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიფიქრე, რომ მანქანას მეხი დაეცა, კი ხედავთ, როგორი განადგურებულია ყველაფერი" - ძლიერი წვიმის გამო თბილისში სახლის კედელი ჩამოინგრა

თბილისში, პეტრე სარაჯიშვილის #7-ში საცხოვრებელი სახლის ეზოში კედელი ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა ჟურნალისტებს განუცხადა, კედლის ჩამოშლის მიზეზი მიმდებარედ ახალაშენებული სახლია, რომელსაც მისი თქმით, სანიაღვრე სისტემა არ აქვს გამართული.

"5 საათი ხდებოდა, ძლიერი ჭექა-ქუხილის ხმა რომ გავიგე. მერე იყო მსხვრევის ხმა. ვიფიქრე, რომ მანქანას მეხი დაეცა. კი ხედავთ, რა მდგომარეობაც არის და როგორი განადგურებულია ყველაფერი. მთელი ნიაღვარი ჩვენს ეზოშია. ჩვენი საყრდენი გვერდითა კედელიც დაზიანებულია, ფანჯრები სულ ჩამსხვრეული", - განაცხადა ქეთი გოგიჩაიშვილმა.