loader

"როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეწყვეტა" - ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი გავრილოვის პარლამენტში მისვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეწყვეტა" - ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი გავრილოვის პარლამენტში მისვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე

„რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და ამ ქვეყნის პარლამენტის წევრი იჯდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც ძალიან მძიმე სანახავი იყო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. მისი განმარტებით, მას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე მყისიერი რეაგირების საშუალება არ ჰქონდა, რადგან საქართველოში არ იმყოფება.

„ყველასთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც ვიხილეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და ამ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი იჯდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც ძალიან მძიმე სანახავი, მძიმე სურათი იყო. მე სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არ ვარ. შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და ამაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როდესაც ვმონაწილეობდი სესიის გახსნაზე. იმ ქმედებებს, რომლებიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, არაფერი არ აქვს საერთო არც ქრისტიანობასთან, არც მართლმადიდებლობასთან“, - განაცხადა კობახიძემ.