loader

რა პასუხი გასცა სალომე ზურაბიშვილმა პუტინს ბრძანებაზე - "ტურისტებმა უნდა გააგრძელონ აქ ჩამოსვლა, იმიტომ, რომ მათ საქართველო უყვართ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა პასუხი გასცა სალომე ზურაბიშვილმა პუტინს ბრძანებაზე - "ტურისტებმა უნდა გააგრძელონ აქ ჩამოსვლა, იმიტომ, რომ მათ საქართველო უყვართ"

ჩემი პასუხია, რომ ტურისტებმა უნდა გააგრძელონ აქ ჩამოსვლა, იმიტომ, რომ მათ საქართველო უყვართ. პოლიტიკოსებმა და ლიდერებმა კი უნდა გადაწყვიტონ პრობლემები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ევრონიუსთან“ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომელიც დაინტერესდა, რას უპასუხებს საქართველოს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ფრენების აკრძალვის შესახებ.

„პრობლემების გადაწყვეტა გულისხმობს საქართველოს გაერთიანებას, მაგრამ ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს ტურისტებზე, მოსახლეობაზე, მშვიდობიან ვითარებაზე საქართველოში, რომელიც ნარჩუნდება ყველაფრის მიუხედავად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რეგიონში დაძაბულობა არავის სჭირდება.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ დეესკალაცია, იმიტომ, რომ არავის, არც საქართველოს, არც ევროკავშირს, არ სჭირდება დაძაბულობის ახალი კერა რეგიონში. ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც ვაკეთებდით - მშვიდობიანი გზით პასუხის გაცემას დაძაბულობის გაჩენის ყველა მცდელობაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.