loader

მას შემდეგ, რაც რუსეთს სრულად აღუდგინეს უფლებამოსილება, საქართველოს და კიდევ 6 ქვეყნის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს სესია დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მას შემდეგ, რაც რუსეთს სრულად აღუდგინეს უფლებამოსილება, საქართველოს და კიდევ 6 ქვეყნის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს სესია დატოვა

საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მას შემდეგ დატოვა, რაც რუსეთს სრულად აღუდგინეს უფლებამოსილება. სესია პირველმა დატოვა უკრაინის დელეგაციამ და მასთან ერთად საქართველოს, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და სლოვაკეთის დელეგაციებმა.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ არიევმა 7 ქვეყნის სახელით განაცხადა, რომ ისინი ბრუნდებიან სახლში, რათა კონსულტაციები გამართონ პარლამენტთან და მთავრობასთან ასამბლეის შემდეგ სესიებზე "ერთობლივი მოქმედებების შემუშავებისთვის".

რუსეთს ევროსაბჭოში უფლებამოსილება 2014 წლის შემდეგ ჰქონდა შეჩერებული ყირიმის ანექსიის გამო.