loader

უკიდურესად დამძიმდა რუისთან ავტოავარიის დროს დაშავებული მოზარდის მდგომარეობა, მას სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკიდურესად დამძიმდა რუისთან ავტოავარიის დროს დაშავებული მოზარდის მდგომარეობა, მას სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლი

უკიდურესად დამძიმდა რუისთან მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავებული მოზარდის მდგომარეობა. მას სასწრაფოდ ესაჭიროება მესამე ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი. დახმარების მსურველებმა მიმართეთ სისხლის ბანკს, მითითებულ ნომრებსა და მისამართზე:

ლუბლიანას ქ 2/6, სისხლის ბანკი, მ. იაშვილის კლინიკის მიმდებარე ტერიტორია, ტელ: 0322540409, 599559691.

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთზე მოხდა. ავარიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მძიმედ დაშავებული 14 წლის ბიჭი თბილისში გადმოიყვანეს, 16 წლის გოგონა გორის კლინიკის რეანიმაციაში რჩება. მძიმე მდგომარეობაშია ავარიაში დაშავებული კიდევ ერთი მოქალაქე.

ასევე იხილეთ: საზარელი ავარია რუისთან - გარდაცვლილია 3 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი