loader

სამაშველო ოპერაციის კადრები ყაზბეგიდან - როგორ ამოჰყავთ მაშველებს 4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი მამაკაცი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამაშველო ოპერაციის კადრები ყაზბეგიდან - როგორ ამოჰყავთ მაშველებს 4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი მამაკაცი

მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს. ამის შესახებ „პალიტრავიდეოს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმციით, 4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მყინვარწვერზე მყოფ ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი ყინული ნაპრალში ჩავარდა და დაშავდა,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლიეტუველი ტურისტის დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფი.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ტურისტი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, ლიეტუვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.