loader

რა ხდება კადრებში, რომელიც შსს-მ ახლახან გაავრცელა - 20 ივნისის ღამის მოვლენებზე კიდევ 3 პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება კადრებში, რომელიც შსს-მ ახლახან გაავრცელა - 20 ივნისის ღამის მოვლენებზე კიდევ 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე აქციის კიდევ 3 მონაწილე დააკავა.

შესაბამისი განცხადება უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.