loader

გადამწყვეტი მედია ისე გადააფორმეს, როგორც 2-ოთახიანი "ხრუშჩოვკა", ერთ საათში - ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გადამწყვეტი მედია ისე გადააფორმეს, როგორც 2-ოთახიანი "ხრუშჩოვკა", ერთ საათში - ნიკა გვარამია

ხელისუფლებამ მთავარი მედიასაშუალება ახალ ხელმძღვანელზე ისე გადააფორმა, როგორც 2-ოთახიანი „ხრუშჩოვკა“, ერთ საათში და ამას მიაყოლა ერთ საათში მენეჯმენტის შეცვლაც, - ამის შესახებ “რუსთავი 2“-ის უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომელიც თანამდებობიდან არხის ახალი მესაკუთრის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით, რამდენიმე საათის წინ გათავისუფლდა.

გვარამია არ აკონკრეტებს, რა იქნება მისი შემდგომი ნაბიჯი და აცხადებს, რომ „რა მოხდება, ამას ცოტა ხანში ეტყვის საზოგადოებას“.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლებული გვარამია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშის გაფორმებითა და არხის გენერალური დირექტორის შეცვლის მოთხოვნის დაკმაყოფილებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღის განმავლობაში ორი დანაშაული ჩაიდინა.