loader

იცნობთ თუ არა ნიკა გვარამიას კონტრაქტს და აპირებთ კომპენსაცია გადაუხადოთ? - პაატა სალიას პასუხი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იცნობთ თუ არა ნიკა გვარამიას კონტრაქტს და აპირებთ კომპენსაცია გადაუხადოთ? - პაატა სალიას პასუხი

ნდობის მოპოვება ერთ წუთში და ერთი ჩემი საუბრით აქ ვერ მოხდება. მე ამის ილუზია არ მაქვს, - ამის შესახებ „რუსთვი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ტელეკომპანიის შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჟურნალისტები დარწმუნდებიან, რომ „მათ არავინ ეხება“.

„ნდობის მოპოვება ერთ წუთში და ერთი ჩემი საუბრით აქ ვერ მოხდება. მე ამის ილუზია არ მაქვს, ნდობა გამოჩნდება, ჩემი აზრით და დარწმუნდებიან ჟურნალისტები, რომ არავინ მათ არ ეხება. ამას დრო სჭირდება. გაერკვევით, ნახავთ“ , - განაცხადა პაატა სალიამ.

ამასთან, მისი თქმით, ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიასთან ურთიერთობას არ აპირებს. ასევე, პაატა სალიას განმარტებით, ნიკა გვარამიას კონტრაქტს არც თავად და არც ქიბარ ხალვაში არ იცნობს.