loader

რა შეთანხმების საფუძველზე ითხოვს ირაკლი ოქრუაშვილი "რუსთავი 2"-ის მის საკუთრებაში გადაცემას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა შეთანხმების საფუძველზე ითხოვს ირაკლი ოქრუაშვილი "რუსთავი 2"-ის მის საკუთრებაში გადაცემას

ახლა შეგვაქვს ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა ყადაღის დადების თაობაზე გუშინ ქიბარ ხალვაშის მიერ დარეგისტრირებულ "რუსთავი 2"-ის წილებზე. რაც შეეხება სარჩელს, სარჩელს შევიტანთ მომდევნო კვირაში და ეს უკვე იქნება ირაკლი ოქრუაშვილისადმი "რუსთავი 2"-ის გადაცემის მოთხოვნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

როგორც რეხვიაშვილი აცხადებს, ირაკლი ოქრუაშვილისთვის "რუსთავი 2"-ის გადაცემის მოთხოვნის საფუძველი ის შეთანხმებაა, რომელიც ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის 2010 წელს დაიდო.