loader

"პაციენტებს აიძულებდნენ, მოეწყოთ რინგი და ერთმანეთს ფიზიკურად დაუნდობლად გასწორებოდნენ" - კადრები რუსული კლინიკიდან, სადაც სპეცრაზმი შევიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პაციენტებს აიძულებდნენ, მოეწყოთ რინგი და ერთმანეთს ფიზიკურად დაუნდობლად გასწორებოდნენ" - კადრები რუსული კლინიკიდან, სადაც სპეცრაზმი შევიდა

რუსეთში, ციმბირში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული პაციენტები ლოგინზე ბორკილებით ჰყავთ დაბმული და სასტიკად აწამებენ, Frane 24-ის ინფორმაციით, კლინიკაში სპეციალური დანიშნულების რაზმმა რეიდი მოაწყო, სასტიკი მოპყრობის გამო დაწყებულია გამოძიება.

დაწესებულება მოსკოვიდან 2 200 კმ-ს დაშორებით, ომსკში მდებარეობს. ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული პაციენტები საზოგადოებისგან იზოლირებულები იყვნენ და კლინიკის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილებაც ეზღუდებოდათ.
"მომსახურე პერსონალი იყენებდა კლიტეებსა და რკინის გისოსებს ფანჯრებზე, პაციენტები მიბმული იყვნენ საწოლზე და მათ ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდნენ," - ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

პაციენტებს, რომლებიც წესს დაარღვევდნენ, სასტიკად სცემდნენ. ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, მათ აიძულებდნენ, მოეწყოთ რიგნი და ერთმანეთს ფიზიკურად დაუნდობლად გასწორებოდნენ.

ცენტრის ხელმძღვანელ პირებს 5 წლამდე პატიმრობა ელით. გამომძიებლების თქმით, კლინიკის დირექტორს არც სამედიცინო განათლება და არც მუშაობის ლიცენზია ჰქონდა.