"საკადრო ცვლილებებს არ ვაპირებთ" - პაატა სალიას კომენტარები, მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2"-ის შენობა დატოვა
19:56 / 20-07-2019
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც, ირაკლი ოქრუაშვილი კომპანიის საკუთრებაზე პრეტენზიას აცხადებს, ექსპერტიზა ქიბარ ხალვაშის მხარის მოთხოვნით დაინიშნა.
როგორც სალია აცხადებს, ოქრუაშვილი გაყალბებული დოკუმენტით ცდილობს ხმაური გამოიწვიოს.