loader

დავით დვალი ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენების ეპიზოდს ავრცელებს - რა ხდებოდა სააკაშვილთან დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც ოქრუაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი ესწრებოდნენ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით დვალი ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენების ეპიზოდს ავრცელებს - რა ხდებოდა სააკაშვილთან დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც ოქრუაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი ესწრებოდნენ?

"რუსთავი2"-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა „პალიტრანიუსს“ ირაკლი ოქრუაშვილის 5 წლის წინანდელი ჩვენების ეპიზოდი მიაწოდა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს „რუსთავი 2“-ის მფლობელების შეცვლას ეხება.

ჩვენებაში აღნიშნულია, რომ 2004 წლის გაზაფხულზე სააკაშვილის ხელმძღვანელობით დახურული შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი ესწრებოდნენ.

ჩვენებაში ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილმა მათ "რუსთავი2"-ის დამფუძნებლებთან წილების გასხვისების დავალება მისცა, რადგან თვლიდა, რომ არხის საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისთვის საფრთხის შემცველი იყო.

ჩვენების მიხედვით, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს წილები იძულებით დაათმობინეს. დავით დვალის ინფორმაციით,ოქრუაშვილმა პროკურატურას ჩვენება 2014 წლის 1 აპრილს მისცა.