loader

4 წლის შვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ლელა ქსოვრელი აცხადებს, რომ ბავშვი მის მიერ ცემის შედეგად არ დაღუპულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

4 წლის შვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ლელა ქსოვრელი აცხადებს, რომ ბავშვი მის მიერ ცემის შედეგად არ დაღუპულა

სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებული დედა, ლელა ქსოვრელი დაიკითხა. ადვოკატის თამარ დოხტურიშვილის ინფორმაციით, ბრალდებული დედა უარყოფს, რომ ბავშვი ცემის შედეგად დაიღუპა. უფლებადამცველის განმარტებით, ლელა ქსოვრელი მომხდარ ფაქტს ძალიან განიცდის და აცხადებს, რომ შვილი მისი ქმედების შედეგად არ მომკვდარა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ ქსოვრელის და და დედაც.

ადვოკატის განცხადებით, მოწმეებმა ისაუბრეს, თუ როგორი დედა იყო ქსოვრელი, როგორ უვლიდა თავის შვილებს და როგორ პატრონობდა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა თავის არასრულწლოვან შვილს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით.