loader

სალია: ერთადერთი მიზანი, რაც არხის მეპატრონეს დღეს აქვს, არის ის, რომ გაიზარდოს არხის რეიტინგი და ჰქონდეს მეტი შემოსავალი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სალია: ერთადერთი მიზანი, რაც არხის მეპატრონეს დღეს აქვს, არის ის, რომ გაიზარდოს არხის რეიტინგი და ჰქონდეს მეტი შემოსავალი

ქიბარ ხალვაში აპირებს დასავლური გამოცდილების მქონე მედიამენეჯერის შერჩევას იმის თვის, რომ არხი მეტად წარმატებული გახდეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა. სალიას თქმით, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს შეცვლა იგეგმება, მათ შორის, არც თავად პაატა სალიასი. მისივე თქმით, ეს იქნება ადამიანი, რომელსაც ექნება გამოცდილება და ამ მიზნით უკვე მიდის რამდენიმე კადრთან გასაუბრება.

ავტორი: მირანდა ბაღათურია