loader

"მსოფლიოს ყველა ეკრანზე მოხვდება საქართველო" - "ფორსაჟის" გადაღების დეტალებზე სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მსოფლიოს ყველა ეკრანზე მოხვდება საქართველო" - "ფორსაჟის" გადაღების დეტალებზე სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი საუბრობს

უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­და - სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰო­ლი­ვუ­დუ­რი მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი თრი­ლე­რის - "ფორ­სა­ჟის" ეპი­ზოდს გა­და­ი­ღე­ბენ. რო­დის იწყე­ბა გა­და­ღე­ბე­ბი, რას მო­უ­ტანს ჩვენს ქვე­ყა­ნას მსოფ­ლიო კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში ჩარ­თვა და რა პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით - "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის თე­მის" ეთერ­ში სა­ა­გენ­ტოს - "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" ხელ­მძღვა­ნელ­მა მი­ხე­ილ ხი­დუ­რელ­მა ისა­უბ­რა.

ხი­დუ­რე­ლის თქმით, თრი­ლე­რის გა­და­ღე­ბე­ბი თბი­ლის­ში აგ­ვის­ტო­ში და­ი­წყე­ბა და ზა­ფხულ­ში­ვე დას­რულ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფილ­მის ბოლო ათ წუთს გა­და­ი­ღე­ბენ:

"გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნი იქ­ნე­ბა თბი­ლის­ში. ფილ­მი 2020 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­მო­ვა კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე. სა­ქარ­თვე­ლო, თბი­ლი­სი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მას­ში და მსოფ­ლიო ეკ­რა­ნებ­ზე ამას იხი­ლავს ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი. ეს ძა­ლი­ან დრო­უ­ლია ჩვენ­თვის, მა­შინ, როცა ტუ­რიზ­მი დიდი გა­მოწ­ვე­ვაა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ასეთ ფილმში ქვეყ­ნის და ქა­ლა­ქის გა­მო­ჩე­ნა არის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი რეკ­ლა­მა" - აღ­ნიშ­ნა სააგენტოს "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოში" ხელ­მძღვა­ნელ­მა.