loader

კალაძის რეპლიკა, როდესაც ჟურნალისტმა ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე ჰკითხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კალაძის რეპლიკა, როდესაც ჟურნალისტმა ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე ჰკითხა

ოქრუაშვილს ვინმე "ხამსამ" კი არა, თავად ოქრუაშვილმა ესროლა, - ასეთი ირონიული პასუხი აქვს თბილისის მერ კახა კალაძეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე.

კალაძეს ოქრუაშვილის შესახებ დღეს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა და შეფასება სთხოვეს ოქრუაშვილის განცხადებაზე, რომელიც 2016 წელს მასზე განხორციელებულ თავდასხმას ეხებოდა.

"რეალურად სხვაგვარად მოხდა, ირაკლი ოქრუაშვილს ვინმე "ხამსამ" კი არა, ირაკლი ოქრუაშვილმა ესროლა და ამაზე ირაკლი ოქრუაშვილი მოგვიანებით ისაუბრებს", - განაცხადა კალაძემ.



ასევე დაგაინტერესებთ: "ღარიბაშვილმა 15 წუთში დაფქვა, კალაძე იყოო..." - ვინ ესროლა ირაკლი ოქრუაშვილს და რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს პოლიტიკოსი