loader

"გახარებული ჩამოვედი, ჩემი შვილიშვილი დაიბადა და ჩამოსულს ეს სიურპრიზი დამხვდა... პირდაპირ გეუბნებით, მზად ვარ ყველაფრისთვის - რა თქვა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში შესვლამდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გახარებული ჩამოვედი, ჩემი შვილიშვილი დაიბადა და ჩამოსულს ეს სიურპრიზი დამხვდა... პირდაპირ გეუბნებით, მზად ვარ ყველაფრისთვის - რა თქვა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში შესვლამდე

"თი-ბი-სი ბანკის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მივიდნენ. როგორც ხაზარაძემ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის შესაჩერებლად.

"სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოძრაობას ჩვენ წინააღმდეგ, რომელიც წელიწადზე მეტია გრძელდება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის მიმართული ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად. ანალოგიური შემოტევა იყო იანვარში. ჩვენ ამან მოგვაყენა ძალიან სერიოზული ზიანი, როგორც ბანკის აქციონერებს, ისე ანაკლიის პროექტის განხორციელებას.

გუშინ ავირჩიეთ სამშენებლო კომპანია. საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი მინისტრის განცხადება, რომ პროგრესი არაა. დღეს ვიგებთ პროკურატურის განცხადებას ისევ ტელევიზიით, რომ ზიანი მიაყენონ ანაკლიის პროექტს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანაკლიის პროექტი ხაზარაძის პროექტია, ძალიან ცდება. ესაა ჩვენი შვილების, მომავალი თაობის პროექტი, ესაა აბსოლუტურად ახალი გზა, გარღვევა, ევროპისკენ გადადგმული მძლავრი ნაბიჯი", - განაცხადა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე.