loader

გურამიშვილზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები: სამართალდამცველებმა იარაღი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურამიშვილზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები: სამართალდამცველებმა იარაღი იპოვეს

ახალი დეტალები გურამიშვილის გამზირზე მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე - "კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებს მკვლელობის იარაღი დახვდათ. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ სავარაუდოდ, მაშინ, როდესაც მკვლელობა მოხდა, კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა ეზოში იყო. ისინი პარკირებასთან დაკავშირებულ შეკრებას ესწრებოდნენ. კორპუსი ახალაშენებულია და შესახლება ბოლომდე დასრულებული არ არის.

მეზობლებმა დეტალების შესახებ არაფერი იციან. მათი თქმით, მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც ადგილზე პოლიცია მივიდა. რა გახდა 2 ახალგაზრდის სასტიკი მკვლელობის მიზეზი, ჯერ ისევ დაუდგენელია.