loader

რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე 85 წლის ომარ გამყრელიძის მიმართ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე 85 წლის ომარ გამყრელიძის მიმართ

ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის მამაკაცი პატიმრობაში დატოვეს. თელავის რაიონულ სასამართლოში ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის წინა სასამართლო სხდომა გაიმართა.

მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ომარ გამყრელიძე პატიმრობაში დატოვა.
პროცესს ესწრებოდა 85 წლის ომარ გამყრელიძე, რომელიც წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

მომდევნო სასამართლო სხდომა 6 აგვისტოს, 14.00 საათზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ომარ გამყრელიძეს ცოლის, შვილის, რძლის და ნათესავის მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და ბრალის დაზუსტების შემდეგ მას გამოძიება არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავება.

მკვლელობა მიმდინარე წლის 3 მაისს მოხდა.