loader

"საქართველოს ისტორიაში პირველად ჩვენ ვუმასპინძლებთ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში" - რა დააანონსა მამუკა ბახტაძემ 2025 წლისთვის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოს ისტორიაში პირველად ჩვენ ვუმასპინძლებთ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში" - რა დააანონსა მამუკა ბახტაძემ 2025 წლისთვის?

ლისის ტბაზე, „ევრობასკეტის“ მასპინძლობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალათბურთელებსა და ქართული სპორტის გულშემატკივრებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ყურადღება გაამახვილა ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე.

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ზამთრის სახეობებში 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობაზე განაცხადი გააკეთა. ეს სიახლე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლისის ტბაზე გააჟღერა, სადაც "ევრობასკეტის" მასპინძლობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიება იმართება. პრემიერმა ახალგაზრდებსაც მიმართა და ერთსულოვნებისკენ მოუწოდა.