loader

თბილისის აეროპორტში დაკავებული მამაკაცი აცხადებს, რომ 19 კილოგრამამდე მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის აეროპორტში დაკავებული მამაკაცი აცხადებს, რომ 19 კილოგრამამდე მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა

სამხრეთ აფრიკის მოქალაქე, რომელსაც თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით მარიხუანა აღმოუჩინეს, აცხადებს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება პირადი მოხმარებისთვის უნდოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ირაკლი ესიავამ განუცხადა, სამხრეთ აფრიკის მოქალაქეს ჩემოდანში 18 კილო და 400 გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს. რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების წარმომავლობას, ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფზე დაყრდნობით ამბობს, რომ მარიხუანა სამხრეთ აფრიკაშია შეძენილი. ამასთან ირაკლი ესიავას თქმით დაკავებულმა სამხრეთ აფრიკის და გაერთიანებული საემიროების საზღვარი აღნიშნული ბარგით უპრობლემოდ გადაკვეთა.

ასევე იხილეთ: მასშტაბური სპეცოპერაციის კადრები: თბილისის აეროპორტში მგზავრს ხელბარგით 20 კილოგრამი "მარიხუანა" შემოჰქონდა, სხვადასხვა ნარკოდანაშაულზე 6 პირი დააკავეს