loader

"აი, 600 ლარი აიღე, ძმა!" - ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, როგორ ასაღებდნენ ნარკოტიკსს ბათუმში, შსს-მ 2 ნარკორეალიზატორი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აი, 600 ლარი აიღე, ძმა!" - ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, როგორ ასაღებდნენ ნარკოტიკსს ბათუმში, შსს-მ 2 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში 2 ნარკორეალიზატორი - 1980 წელს დაბადებული ო.ფ. და 1963 წელს დაბადებული ხ.კ. დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული 10 აბი ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გარდა ამისა, ო.ფ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 22 აბი „მდმა“ და გამომშრალი მარიხუანა, ხ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას კი - ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.