loader

დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი, რომლებიც ნარკოტიკებს ინტერნეტით ასაღებდნენ - შსს დაკავების კადრებს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი, რომლებიც ნარკოტიკებს ინტერნეტით ასაღებდნენ - შსს დაკავების კადრებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - 1995 წელს დაბადებული გ.ა., 2003 წელს დაბადებული დ.ს. და 1985 წელს დაბადებული ს. ო. დააკავეს.


შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას ონლაინ საკომუნიკაციო აპლიკაცია "ტელეგრამის" მესენჯერის მეშვეობით ასაღებდნენ.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული, ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 7 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს. დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია 66 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღო.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.